logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგამოძიებო სამსახური ბადაგონის საქმეზე: ცრუ განცხადებები საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის
საგამოძიებო სამსახური ბადაგონის საქმეზე: ცრუ განცხადებები საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის
17:57 10.02.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.
უწყების ინფორმაციით, შპს ,,ბადაგონის“ წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლმა საგამოძებო სამსახურს მომართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.
„გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები, საგამოძიებო მოქმედების - დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს ,,ბადაგონიდან“ 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე), კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.
ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ,,ბადაგონში“ არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია ,,ბადაგონის“ წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია.
ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა, შპს ,,ბადაგონის“ საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა.
ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
საგამოძიებო სამსახურის საქმინობა ორიენტირებულია სახელმწიფოს, მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესის დაცვაზე“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა