ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში 18 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავებულს ორი ახალგაზრდა ბიჭი მისდევდა.
დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ვინც დაჭრა გაიქცნენ. ორნი იყვნენ, მოსდევდნენ. დაშავებული წაიყვანეს. ფეხშია დაჭრილი“- განაცხადა ადგილობრივმა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით დაიწყო.

















