logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
12:32 09.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად წარუდგინა.

„თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2016-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2007-2012 წლებში იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის მარტამდე თემურ კეკელიძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2005-2006 წლებში იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2003 წლის აპრილიდან 2003 წლის აგვისტომდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე ის ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2001-2002 წლებში ნატოს განყოფილების სპეციალისტი იყო.

2004 წლიდან თემურ კეკელიძე მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. მან 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაციით - საქართველოს ისტორია; 1997 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა