საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუკი მიხეილ
სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება.
ამის შესახებ მან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„აქ მას აქვს სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი - საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება,“- განაცხადა ირაკლი კბახიძემ.

















