logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციამ“ მემორანდუმი გააფორმეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციამ“ მემორანდუმი გააფორმეს
18:09 08.02.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და „საქართველოს ბავშთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბავშთა უფლებების დაცვის განმტკიცებას, სამიზნე ჯგუფში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესწავლასა და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობას, როგორც საზოგადოების ასევე კანონმდებლებისა და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მონაწილეობით. ორგანიზაციები მემორანდუმის ფარგლებში აქცენტს აკეთებენ ჯანდაცვის პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშთა უფლებების დაცვაზე, ბავშვების საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უფლებების ეფექტური რეალიზებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამებისა და სერვისების დანერგვასა და განვითარებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და „საქართველოს ბავშთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია“ ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში განახორციელებენ ისეთ პროგრამებს, ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებში, ბავშთა უფლებებისა და საჭიროებების ეფექტურ რეალიზებას. მხარეები გამოთქვამენ მზაობას, თანამშრომლობის პერიოდში, გააკეთონ ერთობლივი განცხადებები, მოამზადონ და გამოაქვეყნონ დასკვნები თუ რეკომენდაციები. მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა ინტერესებზე ორიენტირებული ფსიქო-სოციალური პროგრამებისისთვის განახორციელენო ცნობიერების ამაღლების კამპანიები და უზრუნველყონ ინსტიტუციური დიალოგი მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო ორგანიზაციებთან და არასრულწლოვანთა საკითხებით დაინტერესებულ პირებთან.

ორგანიზაცია „საქართველოს ბავშთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია“ დაფუძნდა 2007 წელს და მისი საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების უზრუნველყოფა, პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვისთვის მიმზიდველი და ასაკობრივი მოთხოვნილებების შესატყვისი გარემოს შექმნა, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ახალი მომსახურების დანერგვა და სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება. „ახალგაზრდა ადვოკატები“, ამ პროცესში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და უზრუნველყოფს პრობლემური საკითხების ადვოკატირებას.

როგორც მემორანდუმის ფარგლებში გახდა ცნობილი, ორგანიზაციები მოკლე ხანში, საზოგადეობას, სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების რეალიზების მიმართულებით მასშტაბურ პროექტს შესთავაზებს, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გამოწვევების გამოკვეთასა და მათი დაძლევის ხელშეწყობას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა