ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს დღეს გამოკითხავენ.
როგორც ბურჭულაძე აცხადებს, ის დაკითხვაზე მისასვლელად და კითხვებზე პასუხისთვის მზადაა.
პაატა ბურჭულაძის განცახდებით, ფონდს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და აღნიშნული საქმე არაა გამორიცხული მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„ბოლოს და ბოლოს უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვეა უკვე ჩვენი საბუთები აქვთ წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან მწყდება გული, რომ პროკურატურაც ჩაათრიეს ამ საქმეში.
მგონი ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და არა მხოლოდ მაგას, სხვა რამეებსაც“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „კურიერთან“ საუბრისას.
მთავარმა პროკურატურამ გამოძება ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფქტზე დაიწყო.

















