იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
22 და 24 წლის მამაკაცებს ბრალი ძარცვაში ედებათ.
ისინი პოლიციამ ერთ-ერთი მაღაზიის გაძარცვის მცდელობის დროს დააკავა.
ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.
იტალიის პოლიციამ დაკავებულთა ჩხრეკისას ძარცვისა და კარის გასატეხად საჭირო ხელსაწყოები ამოიღო.
დაკავებულები სასამართლოს წინაშე უახლოეს საათებში წარსდგებიან.

















