საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილის ირგვლივ
მიმდინარე გამოძებას ეხმაურება.
შოთაძის თქმით, მითაიშვილის იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც მის მიმართ ძალადობასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება, გამოძიება უკვე დაწყებულია.
„მილენა მითაიშვილი ჩვენი თანამშრომელი დღესდღეობით აღარაა. დათხოვნის შესახებ მისი განცხადება დავაკმაყოფილე. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მიმდინარეობს კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან მილენა მითაიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ფაქტების შესაძლო ჩადენის ფაქტზე, მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები, ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მილენა მითაიშვილის განცხადებების საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენის თაობაზე და ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე“- განაცხადა შოთაძემ.
დღეს ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის ყოფილი ძიძის, ნინო ბოჭორიშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
საქმე, სავარაუდოდ, მილენა მითაიშვილის მიერ მისი ძიძის მიმართ ბრალდებას ეხება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას გულისხმობს.

















