logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს ანგარიში წარუდგინა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს ანგარიში წარუდგინა
17:19 06.02.2018
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2017 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
ანგარიშის წარდგენისას მთავარმა პროკურორმა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები. მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის შედეგებზე, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე; გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს ინფორმაცია ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმეთა განხილვის, პროკურორთა შეფასების სისტემის, გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული კვლევების, ეთიკის კოდექსის, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე და სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგებზეც მიაწოდა ინფორმაცია და გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით 2017 წლის განმავლობაში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა.
მთავარმა პროკურორმა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის იმ სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში სხვადასხვა მიმართულებებით იგეგმება.
ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ საპროკურორო საბჭოს წინაშე წარადგინოს ანგარიში, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა