logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს ქმნის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს ქმნის
09:59 06.02.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამეცნიერო და პროფესიული წრეებისგან სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს ქმნის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოში დასახელებულ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით სამეცნიერო და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ ამ შეხვედრისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადებოდით. ეს გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესი იურიდიული კომიტეტისთვის. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ორმხრივი თანამშრომლობის სურვილზე. დღეს, შეთახმებას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობის ფორმებზე და შემდეგ უკვე დავგეგმოთ რა იგულისხმება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტისთვის, ასევე კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალი ხედვა, ახალი იდეები და ახალი შეთავაზებები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს აქვს სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება თავის საქმიანობაში და მოქმედებაში. საბჭოს ფუნქცია იქნება საკანონმდებლო პროცესში პროფესიული და სამეცნიერო ექსპერტიზა და კონსულტაციები იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც საკანონმდებლო პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ვენეციის კომისიის წევრი მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს.

“ეს იძლევა პერსპექტივებს არა მარტო პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისა, არამედ ამ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისა ახალი მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად. ჩანს სრულიად ახალი პერსპექტივები და ახალი ჰორიზონტები. ამის გააზრება დროთა განმავლობაში მოხდება“,-განაცხადა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია უგრეხელიძემ.

შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გასულ წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. ეკა ბესელია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა და გააცნო კომიტეტის მისია და ხედვა, კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობა, პარლამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და სხვა საკითხები.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გამოითქვა წინადადებები სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დღეს გამოთქმული მოსაზრებებისა საფუძველზე მოხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შორის თანამშრომლობის ფორმების უზრუნველყოფა.

შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები - გედევან ფოფხაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა