logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „VTB ბანკ ჯორჯიადან” დისკრიმინაციის საფუძველით გათავისუფლების ფაქტზე პირველ სხდომას გამართავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „VTB ბანკ ჯორჯიადან” დისკრიმინაციის საფუძველით გათავისუფლების ფაქტზე პირველ სხდომას გამართავს
09:32 06.02.2018
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერ თ.მ.-ს დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლების ფაქტზე დღეს, 6 თებერვალს საქმის განხილვას დაიწყებს და პირველ სხდომას გამართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიმართ წარდგენილი სარჩელი ეხება ბანკიდან ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს. საქმის მასალების მიხედვით, მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც, თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან თ.მ. სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება თ.მ.-მ ადვოკატის დახმარებით, მხოლოდ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკციებულებები მიუთითებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც სარჩელში დეტალურადაა განხილული. ამასთან, ბანკი 2017 წლის 5 აპრილიდან მიზანმიმართულად არ რეაგირებს ხმაურიანი გათავისუფლების შედეგად, დასაქმებულთან დაკავშირებული სამსახურეობრივ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემაზე, რომლის მოთხოვნითაც, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორ არჩილ კონცელიძეს მიმართა. ბანკი მოცემულ დრომდე, ყოფილი თანამშრომლის საქმეზე ინფორმაციას მიზანმიმართულად, შეგნებულად და კატეგორიულად არ გასცემს. ბანკმა არ გასცა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც და აღნიშნა, რომ ოპერატორის გარდა, ბანკის საყოველთაო ნომერზე, ყველა სხვა წარმომადგენელთან საუბარი, არ იწერება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს მეშვეობით ითხოვს საქმეზე დისკირიმინაციის ფაქტის დადგენას, სადავო ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას, მორალური ზიანის ანაზღაურებას და მენეჯერის მიმართ სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები „პროკრედიტ ბანკთან“ 2014-2016 წლებში წარმოებული დავის იდენტურია და ორგანიზაცია მოსალოდნელი სასამართლო სხდომების თაობაზე, საზოგადოების სრულ ინფორმირებას მოახდენს. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ია გოგნაძე უზრუნველყოფს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 10:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა