logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი მიზანი წარმატებული ქვეყნის აშენებაა, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული
გიორგი გახარია: ჩვენი მიზანი წარმატებული ქვეყნის აშენებაა, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული
14:32 03.02.2018
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს ეხება იმ ჩარჩოკანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს ქურდული სამყაროს დანაშაულებრივ კომპონენტს.

კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალზედ დიდი რისკის შემცველი და ეს არის ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მხრივ. ასევე, ის ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ალბათ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შეიქმნა 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზე, სასამართლო სისტემის დონეზე დ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელია. ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება არის კონკრეტული დანაშაულებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება. გარდა ამისა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა: ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქურდული სამყაროს პასიურ წევრობა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და რა თქმა ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა