logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის 20-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის 20-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
12:19 01.02.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური სახის დანაშაულის მინიმუმამდე შემცირებაა.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული, ხოლო ქვეყნის შიგნით უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთა სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უწყება 2017 წლიდან სპეციალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას, რომელიც დანაშაულის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სწორედ ამ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგია ის ფაქტი, რომ 2016 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2017 წელს გამოვლენილ დანაშაულთან ერთად, ამოღებული უაქციზო სიგარეტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, 2017 წელს, საქართველოში უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არსებული სტატისტიკური ინფორმაციის არასწორი ანალიზის შედეგია, რადგან:
• 2016 წელს საგამოძიებო სამსახურის მიერ შიდა ბაზარზე გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის (სსკ მუხ. 200) 15 ფაქტი და უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის (სსკ. მუხ. 214) - 3 ფაქტი, სულ 18 ფაქტი. მთლიანობაში, ამოღებულია, დაახლოებით, 61 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

• 2017 წელს გამოვლინდა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის (სსკ მუხ. 200) 64 ფაქტი, ამოღებულია - დაახლოებით 557 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
შესაბამისად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გამოვლენილია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის (სს კოდექსის მე-200 და 214-ე მუხლები) 3,5-ჯერ მეტი ფაქტი და არა 20-ჯერ მეტი, ხოლო 2017 წელს ამოღებული სიგარეტების ოდენობა 9-ჯერ აღემატება 2016 წელს ამოღებულ რაოდენობას.
ამასთან, 2017 წელს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტებიდან, დაახლოებით, 300 000 კოლოფი წარმოადგენდა კონტრაბანდული გზით შემოსულ ტრანზიტულ ტვირთს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის არ იყო გათვლილი.
ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა გათვალისწინებით, თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) აქციზის განაკვეთები ეტაპობრივად გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14%-ით არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმართულებით. კერძოდ, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებული თანხები გაზრდილია 23%-ით. აქციზის განაკვეთების ზრდის შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 123,7 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა