logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 22 ახალგაზრდა დასაქმდება
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 22 ახალგაზრდა დასაქმდება
10:42 01.02.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ექვსთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სერთიფიკატები გადაეცა 28 სტაჟიორს, მათგან წარჩინებული 22 ახალგაზრდა კი, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდება.

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებაა. ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად იზრდება სტაჟირების გავლის და შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში დასაქმების მსურველთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს გააზრებული აქვთ ჩვენი სამსახურის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაიარეს.

,,საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა წარმატებული პროექტია. სტაჟიორების სასწავლო კურსი შედგება რამდენიმე მოდულისგან, რომელიც მოიცავს ეკონომიკური დანაშაულის მიმართულებით კანონმდებლობის და ყველა ძირითადი გაიდლაინის გაცნობას და სწავლებას, რაც დაეხმარება ინსპექტორ-გამომძიებლებს საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად და კანონის სრული დაცვით განახორციელონ“, - განაცხადა სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, გიორგი რაზმაძემ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გაეცნენ სამართალდამცავი უწყების საქმიანობის პრინციპებს, საგამოძიებო პროცედურებს და შეიძინონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არაერთი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრი შეემატა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა