logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ იურიდიული ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდნენ
გიორგი გახარია: პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ იურიდიული ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდნენ
17:19 31.01.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და რეფერირების სისტემაზე განმარტავს, რომ შს და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას.

მინისტრის განცხადებით, საკითხი ეხება ბავშვებს, რომლებიც ქვეყნის მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება დიდი პასუხისმგებლობის თემაა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხებათ 14 წლის ასაკის ზემოთ. პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ აღმოჩნდნენ იურიდიული ჩარჩოს მიღმა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება - ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. პირველ რიგში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობა, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი. ფაქტობრივად რეფერირების კომისია ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც არის სამტრედიაში. მისი ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს კრიტიკას. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფერირების სისტემაზე მსჯელობა დღეს ამ კომისიაზეც იქნება. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა. საჭიროა რეფერირების სისტემის და კომისიის დახვეწა, ასევე ინფრასტრუქტურა. არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება აღმოსავლეთ საქართველოში და ეს უნდა იყოს მოკლე პერიოდში, სერიოზული მსჯელობის საგანი. საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა. ყველა სახელმწიფო ორგანომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა