თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხვალ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ "ფონდი ქომაგისა"
და მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სააპელაციო საჩივარი განიხილება.
საქმეს მოსამართლე მანანა ჩოხელი განიხილავს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფონდ "ქომაგის" შემომწირველი ბიძინა გიორგობიანი ფონდის ანგარიშზე გადარიცხული 85 000 ევროს ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგობიანს ჯარიმა გუნახევრა და ფონდში გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა დააკისრა.
ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონდმა ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "ქომგის" ადვოკატებმა" სააპალაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგი" მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთანაა" დაკავშირებული და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.

















