logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: შსს ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას
გიორგი გახარია: შსს ერთმნიშვნელოვნად მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას
15:51 31.01.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ.
ამ ბოლო თვეების განმავლობაში, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნებოდა ძალზედ მოსახერხებელი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ.
კონსტიტუციონალური და სტრუქტურული დამოუკიდებლობა მსგავსი ინსტიტუტის არის აბსოლუტურად მისაღები და ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა რომ მსგავსმა ინტიტუტმა ხელი შეუწყოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებასთან მაღალი ნდობის მოპოვებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით მსგავსი მექანიზმის შექმნას და ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ თანამშრომლობის მზადყოფნას„- განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეა წულუკიანის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას პრაქტიკაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები
”შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და ჩვენ უფრო ადვილად შევძელით ყველაზე მისაღებ და აპრობირებულ მოდელზე შეჯერებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მზაობა და ნება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში იყოს ეფექტიანი და კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე. მხოლოდ პროკურატურის მზაობა არ კმარა, იმისთვის რომ მოდელმა პრაქტიკაში თავის ფუნქცია შეასრულოს და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ეს პაკეტი არის წარმოდგენილი.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა