logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ სცნო
ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ სცნო
14:54 31.01.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ სცნო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 06 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ოპოზიციურ-პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი.

იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ იქნა ცრუ მოწმე კ.ჯ., რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას, დაკავებული ბექა პეტრიაშვილის დანაშაულში მხილების მიზნით, გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი ბექა პეტრიაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი გახდა, თუ როგორ არღვევდა იგი საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციის თანამშრომლებს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს, კ.ჯ. არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვერ გახდებოდა ფაქტის თვითმხილველი და მან ცრუ ჩვენება ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნის მიზნით მისცა.

კ.ჯ.-ს სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილს, რომელიც 2011 წლის 06 დეკემბერს გასამართლებული იქნა ცრუ ჩვენების და საქმეზე ხელოვნურად შეკრებილი გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა