logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია „ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავს
საია „ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავს
17:12 09.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტების მიმართ  განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ,,ინფო 9“-ს წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
მათივე ცნობით, საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რაც ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალებით დასტურდება.
„გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში, ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“ - აცხადებენ საიაში და აღნიშნავენ, რომ უცნობი პირები ამგვარი ინტენსიური ქმედებებით სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში იჭრებიან.
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ ,,ინფო 9“-ს წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
„მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება ნორმალურ სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა“-ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მედიას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებმა ეთიკური სტანდარტები დაიცვან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა