logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შსს პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
14:36 30.01.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად აქვეყნებს რეგისტრირებული

დანაშაულის სტატისტიკას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა: "როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე რეგულარულად მივაწვდიდით ინფორმაციას.

წარმოგიდგენთ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური კალენდრის შესაბამისად, დღეს გამოქვეყნდა ამ სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა წარმოდგენილია დეტალურად და ჩაშლილად, სისხლის სამართლის კოდექსის თავებისა და მუხლების მიხედვით. ამგვარი დეტალური სტატისტიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამოქვეყნებულა. ვებ-გვერდზე, ასევე, განთავსებულია 2017 წლის დეკემბრის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები.

2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტენდენციებს ცალკეული მუხლების მიხედვით:

v აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან განზრახ მკვლელობა არ არის მომატებული. ძირითადი წილი მოდის სსკ-ს 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების უმრავლესობა არ წარმოადგენს თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გამოძიება იწყება მაშინაც, როცა სახეზე არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი (მსხვერპლისადმი მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება), მაგრამ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამგვარ საქმეებზე, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, დგინდება, რომ საქმე გვაქვს არა დანაშაულთან, არამედ ბუნებრივ სიკვდილთან ან სუიციდთან.

v ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის დიდი ნაწილი მოდის 1261 მუხლზე (ოჯახში ძალადობა). ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, მასობრივი კამპანიით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ იმ ფაქტით, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება.

v ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის ნაწილი მოდის სსკ-ს 151-ე მუხლზე (მუქარა). კერძოდ, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაზრდილია 61.7%-ით. მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე განხორციელებულ მუქარაზე. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. ამასთან, სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან, ოჯახური კონფლიქტის შედეგად მუქარის თითოეულ ფაქტზე, მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება მაშინაც კი, როდესაც სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი.

v საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან მომატებულია უმეტესად სსკ-ს 177-ე (ქურდობა), 180-ე (თაღლითობა) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.

v რაც შეეხება დანაშაულს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, შემცირება ფიქსირდება ამ თავით გათვალისწინებული ყველა მუხლით, გარდა 2381 მუხლისა (ცივი იარაღის ტარება).

v კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულზე (მუხლი 260-274). ამასთან, კლება ფიქსირდება ნარკოტიკული დანაშაულის თავში შემავალ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 2731 მუხლები).

v გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მატება, ძირითადად, მოდის სსკ-ს 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), 299-ე (წიაღით უკანონოდ სარგებლობა) და მე-300 (უკანონო თევზჭერა) მუხლებზე.

v სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მატება განპირობებულია სსკ-ს 381-ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან/და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულის ზრდით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურ სტატისტიკას გამოაქვეყნებს 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყება კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება.

ბოლო პერიოდში, ჩვენ საზოგადოებას აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას, როგორც სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, ჩვენ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ბოლო კვირის განმავლობაში კრიმინალური სამყაროს არაერთი წევრი, ნარკორეალიზატორი და ოჯახში მოძალადე დავაკავეთ. გახსნილია ყაჩაღობის არაერთი ფაქტი. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო საბრძოლო იარაღი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში არის ღია და გამჭვირვალე. ეს არის სტატისტიკური მონაცემების მხრივ არსებული რეალობა. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე ჩვენს პოლიტიკას კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ ვირჩევთ სისტემური რეფორმირების გზას. რეფორმირების ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება რეფორმირებას კრიმინალურ პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციასა და პატრულში, სადაც დაიწყო რეფორმირების ახალი ეტაპი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.

ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს.

აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს".

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა