სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების
კანონიერების შემოწმების მიზნით, 29 პირი დაიბარა. ამის შესახებ მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აღნიშნული პირების დაბარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მოხდა.
მათი ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულ პირთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ 19, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" 10 წევრია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმებას განაგრძობს. სამსახური პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიებისათვის შემოწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობას შეისწავლის.

















