logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  შს მინისტრის მოადგილე: სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიურია
შს მინისტრის მოადგილე: სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიურია
15:33 29.01.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სვანეთში მამის მიერ 8 შვილის, სავარაუდოდ, შინაპატიმრობაში ყოლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ პროცესში სოციალური სამსახურებიც იყვნენ ჩართულნი.


„სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმიტომ, რომ, საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია, ამ პროცესებში არასრულწლოვნები არიან ჩართული და შესაბამისად, ვთვლით, რომ სოციალური სამსახურების როლიც ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და ახალი დეპარტამენტის კონტექსტში, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა მხარე, რომელსაც ამ საქმისადმი აქვს ინტერესი, მზად ვართ შევხვდეთ ამ ადამიანებს, გავესაუბროთ და ერთობლივად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება.
ეს პროცესი გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით იმიტომ, რომ, ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოსაგვარებელი საკითხი.
ეს ადამიანები შინაპატიმრობაში იმყოფებიან თუ არა, ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ გავარკვიოთ, არიან თუ არა შინაპატიმრობაში. ჩვენთვის როგორც კი ცნობილი გახდა, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და დავიწყეთ გამოძიება“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა