logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09:55 26.01.2018
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მიკელე ნიკოლეტის შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიკელე ნიკოლეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და საქართველოში მოიწვიეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საკითხზე ისაუბრეს.

„გასული წლის განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გვქონდა და შესაბამისად, ეს დაგვეხმარება, რომ 2018 წლის განმავლობაში მასთან კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ, უკვე როგორც ასამბლეის პრეზიდენტთან. მიკელე ნიკოლეტი საქართველოში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ ის ვიზიტს წლის განმავლობაში შეძლებს და ექნება შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, ვისაუბრეთ დროებით კომიტეტზე, რომელიც ცოტა ხნის შეიქმნა და რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი და რთული ამოცანა აქვს, რომ ასამბლეაში არსებული გარკვეული პრობლემური საკითხების მოგვარების გზები მოიძიოს. ვისაუბრეთ ამ ფორმატში ჩვენს თანამშრომლობაზე. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველო, გამომდინარე პროგრესიდან, გადავიდეს მონიტორინგიდან შემდეგ ფაზაზე. ვფიქრობ, რომ ასამბლეის პრეზიდენტი თანამშრომლობისთვის მზად არის და ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ის ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერი იქნება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.



დელეგაციის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს მეგობარია.


„მიკელე ნიკოლეტი ჩვენი ქვეყნის და დელეგაციის დიდი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავით პოლიტიკურ ჯგუფში და ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება მის ახალ ამპლუაშიც. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებსაც საქართველო და საქართველოს დელეგაცია აყენებს ევროსაბჭოს ფარგლებში. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლაა, რადგან საქართველო ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. ეს სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე, ამ ინსტიტუციისთვის იმისთვის, რომ მისი გავლენა და სიძლიერე კიდევ უფრო გამყარდეს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები სოფიო ქაცარავა, ზვიად კვაჭანტირაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა