„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერს ბექა წიქარიშვილს ორ კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
მას სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი, ბექა წიქარიშვილი გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

















