ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმისა და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული
დააკავა. ის სამართალდამცველებმა, ტეხასში აიყვანეს. გამოძიება თვლის, რომ 23 წლის აარონ ჰერნანდესმა მკვლელობა ჩაიდინა და მტკიცებულებები გააყალბა.
ქართველი ექიმი დავით კანდელაკი და მისი მეგობარი მოკლული 21 იანვარს იპოვეს. პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

















