ბათუმში, სოფელ განთიადის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ხუთზე მეტი
სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.
„სამწუხაროდ თითქმის ყოველ წელს გამხმარ ბალახსა და ბუჩქნარს ცეცხლი უჩნდება და ხანძრის კერა ჩნდება. მოსახლეობა ადგილიდან დაშორებულია. სამაშველო სამსახურის დახმარებით ხანძარი ლიკვიდირებულია“-განაცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ კაპრეშუმში ავთანდილ ტარიელაძემ.

















