საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი
გიორგი თაბუაშვილი ავღანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნაჯიბულა ვარდაკი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ასპექტები, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კონტროლის მიმართულებით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, როგორც ავღანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, საბაჟო საზღვრის უსაფრთხო მართვის, ასევე გადამხდელთათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული სერვისების შეთავაზების, საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის მხრივ, ავღანეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
„ჩვენ საქართველოს მიღწევებს განვიხილავთ როგორც წარმატების მაგალითს“ - განაცხადა ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნაჯიბულა ვარდაკმა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაფორმების ეკონომიკური ზონების, საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და მომსახურების სერვისცენტრების მუშაობის სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს, ადგილებზე გაეცნობიან.

















