ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით,
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ქმედება, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, სწორედ დაკავებულებმა ჩაიდინეს.
მისივე თქმით, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, დასაშვებად ცნო ისინი.
“მოთხოვნილ იქნა აღნიშნული მტკიცებულებების შემდგენი პირების დაკითხვა. ეს მტკიცებულებები არის ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, დასაშვებად ცნო ისინი. დასკვნები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან კონკრეტული დანაშაულის ფაქტს, რაც გამოკვლეული იქნება სასამართლო სხდომაზე. სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ ექსპერტიზებზე და სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას“-განაცხადა პროკურორმა.

















