logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დისკუსია ნარკოპოლიტიკის თემაზე დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას
გიორგი გახარია: დისკუსია ნარკოპოლიტიკის თემაზე დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას
13:37 22.01.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

იუსტიციის მინისტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობას და ნარკოპოლიტიკის მოწესრიგებისთვის სწრაფი, ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

„ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე, დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ძალზედ ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული, რომლებმაც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანა და შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ სჯობს ყველა უწყებას, ერთ პლატფორმაზე კონცენტრირებულად ჰქონდეს საშუალება, გამოთქვას აზრი. ეს დაგვეხმარება სწრაფად და მაქსიმალურად ობიექტურად მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა და აბსოლუტურად მკაფიო ხედვა, ყველა მიმართულებით.

ჩვენ ვემხრობით ჰუმანურ მიდგომებს, გვინდა, რომ დავიცვათ ბალანსი, თუმცა ჩვენი ჰუმანური მიდგომები არ უნდა გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა - რას ვაკეთებთ და რა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატში, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა