logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ის საელჩო საქართველოში ლისის ტბის დათმობის საქმეზე სამართალწამოების პროცესს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში ლისის ტბის დათმობის საქმეზე სამართალწამოების პროცესს ეხმაურება
12:44 19.01.2018
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის დათმობის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს ეხმაურება და საქმის შედეგების მიმართ ინტერესს გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის, დვაით ნისტრომის მიერ 2018 წლის 8 იანვარს გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„მადლობას გიხდით თქვენ მიერ 15 დეკემბერს გამოგზავნილი წერილისათვის. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდეთ ლისის ტბის დავასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აწარმოებს მონიტორინგს საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ჩვენ რეგულარულად ვამახვილებთ ყურადღებას ინდივიდების უფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როგორ განვითარდება ლისის ტბასთან დაკავშირებული დავა“ - ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლის ოფიციალურ წერილში.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ლისის ტბის წართმევის საქმეზე მოხსენებითი ანგარიშით, 2017 წლის 15 დეკემბერს მიმართა. ანგარიშში ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ რამაზ ახვლედიანის წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმეზე, დღემდე არ დამდგარა უფლების აღმდგენი გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარი პროკურატურა არ ახდენს საქმეზე შედეგზე ორიენტირებულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, საერთო სასამართლოებში კი გრძელდება დავა პრეზიდენტის ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე, რომლითაც ბიზნესმენს შეძენილი უძრავი ქონებები ჩამოერთვა და სახელმწიფოს მხრიდან იმავე პირობებით, რამაზ ახლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.

ორგანიზაციამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა თხოვნით, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტქნიორი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, დაინტერესებულიყო ბიზნესმენ რამაზ ახლედიანის მიმართ ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმის გამოძიებითა და პროცესებით საერთო სასამართლოებში. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, ყურადღება გაემახვილებინა სისტემური დანაშაულების საქმეების დროულ გამოძიებასა და მოცემულ შემთხვევაში რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ობიექტური და მიუკერძოებელი საპროცესო მოქმედებების განხორციელებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს საქართველოში სისტემური დანაშაულის საქმეზე საპასუხისმგებლო გამოხმაურებისთვის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ლისის ტბის დათმობის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობას მიაწვდის, როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე თანმაშრომლობას გააგრძელებს იმ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას ქონებების დათმობის საქმეზე ალტერნატიული დასკვნები მოისმინონ.

რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მომდევნო სხდომა 2018 წლის 30 იანვარს განახლდება. მას გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე განიხილავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა