თემქაზე ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რა გახდა მისი ობიექტიდან გადმოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

















