გმირთა მოედანზე წუხელ დაჭრილი სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით, მან ბევრი სისხლი დაკარგა.
საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

















