logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავარი პროკურატურა: პრეზიდენტის განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ცდილობს შეითავსოს პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები
მთავარი პროკურატურა: პრეზიდენტის განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ცდილობს შეითავსოს პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები
21:19 17.01.2018
საქართველოს მთავარი პროკურატურა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით. გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები და არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ერთადერთი ორგანო, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია შეუძლია არის სასამართლო, რაც ასევე გარანტირებულია კონსტიტუციით. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა,წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე“-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა