logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
19:11 16.01.2018
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე ნ.ლ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, ორლულიანი გადაჭრილი თოფიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, განახორციელა ორი გასროლა, ჯერ გ.კ.-ს, ხოლო შემდგომ რ.ზ.-ს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელისგან გ.კ.-მ გაქცევით შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ.ზ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო წელის არეში. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ლ. 2017 წლის 7 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა