logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურამ ორი პირის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ ორი პირის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
13:19 16.01.2018
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის: მზია შალვაშვილის და გურამ მეფარიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2012 წლის 05 ივნისის განაჩენით მოქალაქე მზია შალვაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის, რომლის თანახმადაც 2008-2009 წლებში მან, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ფლობდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს, დაუმზადა ყალბი ოფიციალური ქვითარი, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მზია შალვაშვილის სალონში შეიძინა. აღნიშნული ქმედებით მზია შალვაშვილი დაეხმარა დამიანე ალანიას მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მზია შალვაშვილს განესაზღვრა 1 წელი პირობითი მსჯავრი და საქმეზე ამოღებული ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ გადაეცა სახელმწიფოს.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა და გამოირკვა ახალი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერებას, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაკუთრეს დაუბრუნდება ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი ,,ბატკანი“.

გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა მოქალაქე გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომელიც 2009 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ცნო დამნაშავედ, დააკისრა ჯარიმა 5000 ლარი და ამავე განაჩენით ჩამოერთვა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 55 282 კვ.მ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად მოქალაქე გურამ მეფარიშვილმა მიწის ლეგალიზაციის კომისია მოატყუა და დაუმალა ქონებაზე იჯარის ხელშეკრულების არ არსებობის ფაქტი, რა გზითაც მან თითქოს შეიმცირა მიწის ნაკვეთის შესაძენად დადგენილი საფასური.

ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრების დაკითხვით დადგინდა, რომ გურამ მეფარიშვილის ქმედებაში მიწის ნაკვეთების შეძენის დროს არ ყოფილა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები და მან კომისიას ყველა ის დოკუმენტი წარუდგინა, რაც კანონით იყო მოთხოვნილი. ასევე, ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ხსენებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირების არალეგიტიმური დაინტერესება, რამაც თავი იჩინა მის მიმართ წარმოებული გამოძიების და სასამართლო პროცესის დროს.

აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გურამ მეფარიშვილის მიმართ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაზარალებულს გაუჩნდება სამართლებრივი საფუძველი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 52 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 14 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 142 მოქალაქეს დაუბრუნდა 43 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა