logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის  საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
16:44 15.01.2018
საქართველოს პროკურატურაში დასრულდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს პ. პ., რომელიც დაკავების მომენტში გარდაიცვალა.

„იმ ფაქტის გასარკვევად გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმა ქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები.

თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პ.პ.-ს მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მათ პ.პ.-ს ხელბორკილი ახსნეს დაუყონებლივ, როგორც კი ამ უკანასკნელმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. ასევე, საქმეზე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერას დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პ.პ.-ს დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სამხრე კამერის ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან - გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება.

ამოღებულ სამხრე კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტიკურობისა და იმ ფაქტის გასარკვევად, ხომ არ მოხდა ჩანაწერების მონტაჟი ან/და დაკავების ამსახველი ჩანაწერის ხელოვნურად წაშლა, პროკურატურის მიერ დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პატრულის სამხრე კამერებსა და ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ.-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა