logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის შესყიდვის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით დავა დაიწყო
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის შესყიდვის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით დავა დაიწყო
15:38 15.01.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, სამართალწარმოების პროცესი დაიწყო. ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე დარეგისტრირდა, რომლითაც მოთხოვნილია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს სადავო ხელშეკრულების შეწყვეტაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დაჩაქრებული წესით უზრუნველყოფა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება დარღვევის შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ უარი თქვას ხელშეკრულებიდან გასვლაზე ან საერთოდაც მხარეს აპატიოს ვალი. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარე დაარღვევს გარიგებას და დადგება ხელშეკრულებით ან სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრული გარემოება - ხელშეკრულების მოშლა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს სამართლებრივი ნორმებით და გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით არ იმოქმედებს ადმინისტრაციული ორგანო, დაინტერესებულ პირს, რომელსაც პირდაპირ და უშუალო ზიანი ადგება, აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, თბილისის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის თბილისის მგგ-ის მომზადებაზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული წესით, ვინაიდან დოკუმენტის წარმოდგენა მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დროის მოკლე პერიოდში, 23 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების თანახმად, შემოწმებისას პირველად გამოვლენილი ნაკლისთვის, მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა იგივე ფაქტის განმეორებით ან მესამედ იგივე შემთხვევისთვის, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს „შემსრულებელი“ ორგანიზაციის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმებას და ასევე, ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლას. ორგანიზაციის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის თანახმად, დადგენილია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობით დამდგარი გარემოებიდან გამომდინარე, დაჯარიმდა ოთხჯერ. კერძოდ, სამჯერ ობიექტის ხარისხის შეუსაბამობა ხელშეკრულებასთან, რომელიც ზედიზედ ორჯერ ვერ აღმოიფხვრა 5 600 ლარით, ხოლო ერთხელ შეუსაბამობის ზედიზედ სამჯერ აღმოუფხვრელობისთვის - 140 000 ლარით. ჯამში, ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 156 800 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება, თუმცა თბილისის მერიამ, როგორც „შემსყიდველმა“, მოცემულ გარემოებაზე, არ მოახდინა სწორი სამართლებრივი რეაგირება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ დააკმაყოფილებს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნას, დავას სასამართლო წესით გააგრძელებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და ამ სამართალ-ურთიერთობაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაინტერესებული პირია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან სამომავლოდ გამოცემული აქტი მათ კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენს, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

ცნობისთვის: . „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა