ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა,
სადაც ისინი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში 4 პირი მონაწილეობდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
„წუხელ ორი ახალგაზრდა იქნა შემოყვანილი მრავლობითი ჭრილობებით. ერთს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები და საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. მისი მდგომარეობა მეორესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ პროგნოზი საიმედოა. შემდგომ კიდევ ორი ახალგაზრდა მოვიდა მსუბუქი დაზიანებით -ისინი უკვე გაეწერენ კლინიკიდან“-განაცხადა ექიმმა.

















