logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16:03 12.01.2018
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პოკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ.-ს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გ.ლ.-სთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სავარჯიშო გირი გ.ლ.-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.ლ.-ს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე ი.ჩ.-ს და ზ.ჩ.-ს ხელკეტით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გ.ფ.-ს სცემა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ ზ.მ.-მ 2017 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ზ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა