მდინარე რიონში 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს ეძებენ. 31 დეკემბერს გაუჩინარებული
ახალგაზრდის წყალში ძებნა ბრალდებულების ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
ახლობლების ვერსიით, ბრალდებული კეკელიას ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდა.
„მკვლელი დაჭერილი ჰყავთ და თავისი პირით უთქვამს, რომ მოვკალიო-ერთმა ტყვიამ ვერ მოკლა და მეორეც ვესროლეო. შეუხვევია და სადაც გადააგდო უჩვენებია გამოძიებისთვის“-განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ.

















