ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა. შემთხვევისას ერთი სამხედრო გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ექიმები აცხადებენ, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

















