logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რუსთავში შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რუსთავში შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს
10:31 11.01.2018
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.
აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს“-ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა