ქუთაისში, მშენებარე სასტუმროდან შუახნის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
60 წლამდე ასაკის მამაკაცს ერთ-ერთი ვერსიით, გულის შეტევა დაემართა, რა დროსაც მშენებლობიდან გადმოვარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















