საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ის თუ რა
გადაწყვეტილება იქნება მიღებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, უკრაინის სახელმწიფოს საქმეა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე სხვა, გარეშე ძალები გავლენას ვერ მოახდენენ.
“ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება სააკაშვილის დაკითხვა, მე არ ვიცი, არ მომიძიებია-ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანია, რომ გაგზავნილია მოთხოვნა და რომ უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამაზე გარეშე ძალები და მით უმეტეს, სხვა სახელმწიფოები გავლენას ვერ მოახდენენ”-განაცხადა წულუკიანმა.

















