იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით
გავრცელებულ ეჭვზე- მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე საკითხზე საუბარი არასწორია.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, გამოძიების მიმდინარეობისას აღნიშნულზე პასუხს ვერავინ ვერ იტყვის.
„ის კითხვები, რაც ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით არსებობს, არის გამოძიების საკითხი. გამოძიება მიმდინარეა და აქედან გამომდინარე, ვერცერთი მინისტრი და ვერც სხვა პირი ვერ გეტყვით პასუხს, სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაამთავრებენ თავიანთ საქმეს“-განაცხადა მინისტრმა.

















