logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის
მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის
14:30 10.01.2018
საქართველოს უსტიციის მინისტრი პრეზიდენტის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებას ეხმაურება, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, თეა წულუკიანმა ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დაკომპლექტების წესში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ 2 წარმომადგენელი ეყოლება - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.

პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებების ფონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თავის მხრივ ვალდებულია, საკუთარ ბრძანებაშიც განახორციელოს ცვლილებები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდება.

იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები პირველ რიგში ემყარება საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მაგრამ ასევე ითვალისწინებს იმ სიახლეებს, რაც საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ასახა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ახალი რეალობის პირობებში, 15 იანვრიდან, იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კვლავ შეეძლებათ განცხადება შეიტანონ ჩვენი სისტემის ტერიტორიულ სამსახურებში - იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ამ მხრივ მათთვის არაფერი იცვლება. მაგრამ გასაუბრებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაივლიან, ვინაიდან 15 იანვრიდან შესაბამის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაც პრეზიდენტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენ კი გავაგრძელებთ შემოტანილი განცხადებების შესწავლასა და კომისიისთვის საქმეების მომზადებას, რათა მან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების სხვა ნორმებს ეწინააღმდეგება და ასევე შეუსაბამო უნდა იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს „განიხილავს“ სერვისების განვითარების სააგენტო. პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტო მოცემული განცხადებების განხილვას ვეღარ გააგრძელებს.
„ამიტომაც, ჩვენ გვრჩება მხოლოდ განცხადებებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ფუნქცია, რასაც რასაკვირველია შევასრულებთ“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას ასევე აცნობა, რომ 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

„ამგვარი პოლიტიკა, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს. ჩვენ ვთლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო დროებით დაშორდნენ სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ ჩვენ კარი უნდა გავუხსნათ. იმედი მაქვს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას არ გააგრძლებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის. “ - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა