logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შსს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
14:30 09.01.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

აღნიშნულის დეტალებზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში გახსნა. დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1991 წელს დაბადებული ნ.ქ., ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 5 პირი: 1983 წელს დაბადებული ი.შ., 1987 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული ზ.ლ.,1983 წელს დაბადებული რ.ხ. და 1990 წელს დაბადებული გ.ი.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2017 წლის 29 დეკემბერს 1998 წელს დაბადებული დ.ტ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პარალელურად, პოლიცია გაუჩინარებული პირის ძებნის ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დ.ტ.-ს ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს - 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლით)“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა