19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, ხოლო დანაშაულის
შეუტყობინებლობის 5 პირი დააკავა. როგორც რამდენიმე წუთის წინ შსს-ში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი 29 დეკემბერს მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.

















