ანა დოლიძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად
დაასახელა, მის მიმართ განხორციელებულ კრიტიკას ეხმაურება.
მისი განმარტებით, ის გამოცდილება, რაც მას გააჩნია შესაძლებლობას იძლევა არსებულ პრობლემებს გაუმკლავდეს.
„იუსტიციის საბჭოს სჭირდება ქმედება, სჭირდება შედეგები... თუ ქუჩაში გააჩერებთ ადამიანებს, ნახავთ, რომ ბევრი მათგანი დღესაც ელოდება სასამართლოს გადაწყეტილებებს-ეს საქმეები დევს თაროზე. სასამართლოში არის ბევრი სისტემური პრობლემა და მე იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად იმ ხალხთან ერთად, რომელიც მე იქ დამხვდება და ასევე დამხვდება სასამართლოში“-განაცხადა დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა. ის უფლებამოსილების შესრულებას 16 იანვრიდან შეუდგება.

















