logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა
გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა
15:26 08.01.2018

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა

დოლიძე წარადგინა.

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ანა დოლიძე წლების განმავლობაში ამტკიცებდა საქმისადმი ერთგულებას და პროფესიონალიზმს.

„დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოებრივი ბალანსისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც ევალება უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება. არა ერთხელ აგვიღნიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა, არა ერთხელ აღმინიშნავს მე იმის თაობაზე, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ერთგულებით უზენაესი ღირებულებების მიმართ, არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა. სწორდ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებაა ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დავნიშნო ანა დოლიძე. ის გამაგრებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, რასაც ამას ამტკიცებდა წლების განმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ მას“-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა